ბიძინა ივანიშვილი არის Night King, ღამის წყვდიადის მეფე, "ქართული ოცნება" თავისი უმრავლესობით არაინ ზომბები. ან ვიქნებით ზომბების მხარეს ან ადამიანების, - ამის შესახებ განცხადება გიგი უგულავამ გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.
მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და პოლიტიკოსები ცნობილი სერიალის "სამეფო კარის თამაშების" პერსონაჟებს შეადარა. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დასრულდეს და ეს მოხდება 2020-ში.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ არჩევნები ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი საშუალებაა და რაც არ უნდა სკეპტიკურად იყოს საზოგადოება განწყობილი, 2020 წლის არჩევნებზე შედეგი სულ სხვანაირი იქნება ბოლო პერიოდში ჩატარებული არჩევნებისგან. მისივე განცხადებით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხელისუფლებები საქართველოში მხოლოდ ორი ვადით ძლებენ, შემდეგ მათ საზოგადოება უარს ეუბნება და შანსს აღარ აძლევს.
„რაც არ უნდა სკეპტიკურად შევხედოთ, არჩევნები არის ერთადერთი ბრძოლა ხელისუფლების შეცვლის. მათ შორის თუ იქნება ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბება ისეთი მასშტაბის ისეთი ფორმის, როგორიც იყო 2003 წელს, ის ცვლილებები ქართველმა ხალხმა არჩვენების გაყალბებით მოიტანა, შევარდნაძეს ჩვენ 40 წელი ვუყურებდით და მისი წასვლას, პრაქტიკულად, შეუძლებლად წარმოედგინა ყველას. ანალოგიური იყო 2012 წელს, რაც არ უნდა გველაპარაკა ჩვენ და რაც არ უნდა მძლავრი ყოფილიყო ივანიშვილის მიერ გაერთიანებული ოპოზიცია თავის უამრავი ფულით. მყარი მოლოდინი მაინც იყო ის, რომ ხელისუფლება არ შეიცვლებოდა. ამიტომ ორი მომენტია. პირველი და მთავარია, რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო. ჯერჯერობით ხელისუფლებები ძლებენ მხოლოდ ორი ვადით. 2020 წლის განცდა არის ის, რომ ორი ვადით უკვე ვნახეთ ეს კაცი ვინ არის,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.