ყველა ადამიანმა უნდა თავის თავზე აიღოს მისი წილი პასუხისმგებლობა - ეს განცხადება ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელმა, ლელა ჯეჯელავამ გააკეთა. „გამარჯვებული საქართველოს” წევრი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მან ახალშექმნილ მოძრაობაში გაწევრიანება გადაწყვიტა.
„ჩემთვის უკვე არის ზღვარი, არის ზღვარი როდესაც, ფაქტობრივად, ჩვენ თვალწინ ქრება სახელმწიფოებრიობის ის ნიშანი და ატრიბუტი, რომელიც ჩვენ 28 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში მთელმა ქვეყანამ ომების, კონფლიქტების, რუსეთთან ომის და ბევრი გამოწვევის ფონზე, რომლის წინაშეც ეს ქვეყანა იდგა, მაინც მოახერხა და შექმნა. ფაქტობრივად, არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუციას არ გააჩნია ხელისუფლება და მართავს ერთი ადამიანი,“ -განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
მისი თქმით, ამ პარტიაში გადაწყვეტილებებს იღებს ყველა, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს არ არის ბელადების პარტია,“ - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.