19 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
2020 წლის არჩევნები გამოწვევაა და საქართველო უპასუხებს ოლიგარქიის დასრულებით - ანი რეხვიაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილის და მისი თანაგუნდელების მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური მოძრაობის ერთადერთი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა - ამის შესახებ მოძრაობის წევრები აცხადებენ.

ერთ-ერთი წევრის, ანი რეხვიაშვილის თქმით, ქვეყანაში შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც სხვადასხვა წონის პოლიტიკური ლიდერები გაერთიანდნენ და შეთანხმდნენ, რომ მათ არ ეყოლებათ ლიდერი.

რეხვიაშვილი ამბობს, რომ მათი მოძრაობის კარი ყველასთვის ღიაა. მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება და ის დაასრულებს ოლიგარქიას.  

„2020 არ იქნება საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები, ეს არის უკვე დიდი გამოწვევა, რომელსაც გამარჯვებული საქართველო უპასუხებს უდიდესი ცვლილებებით, ოლიგარქიის დასრულებით. ეს გარდაუვალი პროცესია. ვხედავთ, რა ხდება ყველგან, იცვლება რეჟიმები და ეს გარდაუვალი პროცესია საქართველოშიც. დღეს მოხდა ის, რომ ლიდერად დასახელდა ქართველი ხალხი, ხალხი, რომელიც არის გარანტი და ხალხმა უნდა დაიბრუნოს ძალაუფლება,“ - აცხადებს ანი რეხვიაშვილი.

დღის ამბები