სესიაზე დეპუტატებს შორის გუშინ მომხდარი დაპირისპირება იქნება პარლამენტის ეთიკის საბჭოს პირველი და საგანგებო სხდომის მთავარი თემა. რა სანქციები შეიძლება დაეკისროთ დეპუტატებს, რომლებიც დარბაზში იგინებოდნენ - ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ საბჭო საკუთარ გადაწყვეტილებებში ობიექტური არ იქნება. გიგა ბოკერიასა და გია ვოლსკის შორის დაწყებული კამათი ძალიან მალე მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. უცენზურო სიტყვებთან ერთად ოპონენტები ერთმანეთს მწვავე პოლიტიკურ ბრალდებებს უყენებდნენ.
"არ მაქვს არანაირი იმედი კულტურის გამოცვლის "ოცნების" გუნდის იქიდან გამომდინარე, რასაც ვხედავდი მთელი ამ წლების განმავლობაში. ყოველთვის როდესაც კუთხეში მოექცევიან ხოლმე დისკუსიისას, ერთადერთი რეაქცია აქვთ, რომ საქციელს კარგავენ, ან გადმოდიან პერსონალურ ბინძურ ცილისწამებაზე,"-აცხადებს გიგა ბოკერია.
"ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკოსების არაეთიკური ქცევის სხვა შემთვევებსაც იხსენებენ და მაგალითად ქუთაისში, ნიკა მელიაზე თავდასხმა მოჰყავთ.
"ეთიკის საბჭო კი არა საპროკურორო საბჭო უნდა იყოს დღეს შეკრებილი, რომ განიხილონ როგორ დაესხნენ ტურებივით თავს მელიას ქუთაისში. ვნახოთ, იქნება თუ არა ობიექტურად შეფასებული ის, რაც გუშინ მოხდა, პროვოკაცია ყოველთვის მოდის უმრავლესობის მხრიდან,"-აცხადებს რომან გოცირიძე.
უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის არაეთიკური კამათის დროს, ტავის შეკავება ძალიან ძნელია.
"ძალიან ძნელია თავის შეკავება მით უმეტეს ისეთი არაეთიკური უხეში გამონათქვამებით, როგორც დღეს ჩვენი ოპონენტებისგან მოვისმინეთ,"-აცხადებს გია ვოლსკი.