შვეიცარიაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, გაეროს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორს შეხვდა. მიხაელ მიოლერმა სალომე ზურაბიშვილს საჩუქარი, საქართველოს გაეროსთან მიმოწერის გაციფრულებული არქივის ფოტოასლები გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. გარდა ამისა, გამართა აუდიენცია გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან.
ფილიპო გრანდიმ მაღალი შეფასება მისცა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას.