სენატორი ლინდსი გრემი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებასა და საქართველოს მხარდაჭერას აშშ-თვის მნიშვნელოვან ოპერაციებში მაღალ შეფასებას აძლევს - ამის შესახებ განცხადება შეერთებული შტატების სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ მინისტრი დონალდ ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონსაც შეხვდა.
განხილული იყო უსაფრთხოების სფეროში აშშ-თან ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რეგიონში მიმდინარე პროცესები და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები.