პარლამენტში ეთიკის საბჭო შეიკრიბა. სხდომა, რომელიც დღეს პირველად ტარდება, დახურულ ფორმატში იმართება. საბჭოს წევრებმა დებულებები უნდა დაამტკიცონ.
როგორც გაირკვა, ეთიკის საბჭო გუშინ საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ დაპირისპირებასა და უცენზურო გამონათქვამებზე არ იმსჯელებს. ამის მიზეზად კი საბჭოს წევრები იმ ფაქტს ასახელებენ, რომ ჯერჯერობით შესაბამისი საჩივრების ფორმებიც კი არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში გუშინ დეპუტატების მხრიდან ერთმანეთის მიმართ უცენზურო მიმართვა ისმოდა. ისინი ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. მომხდარის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დაანონსა, რომ სხდომათა დარბაზში გინების ამბავს პარლამენტის ეთიკის საბჭო განიხილავს, რომელიც ამ ჩხუბის გამო საგანგებოდ შეიკრიბება. თუმცა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეთიკის საბჭო დღეს ამ მიზეზით არ შეკრებილა.