19 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
მძიმე ეკონომიკური ვითარება და დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები -ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ენმ-ს კითხვებს პასუხობდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეკითხვებს პასუხობდა. გიორგი კაკაურიძე, ოპოზიციამ პარლამენტში, კონკრეტულ ფაქტებზე განმარტებებისთვის დაიბარა. ფრაქციის შეკითხვები ყველა მნიშვნელოვან თემას ეხებოდა.

ანაკლიის პორტის გარდა, დეპუტატებს აინტერესებთ, რატომ გააუქმა ფინანსთა მინსტრმა, ბიზნესმენების ე.წ. ოქროს სია და მათ იმპორტზე გადასახადის ვადა ისე შეუმცირა, რომ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ასევე შეკითხვები სიპებში, ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმებული ადამინების რაოდენობას და "ქართულ ოცნებასთან" მათ პოლიტიკურ კავშირებს ეხება. განხილვის მთავარი თემა იყო დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტებიც. 

დღის ამბები