19 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა - ქართული მხარე ეკონომიკური ურთიერთობების განხილვას გეგმავს

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი უკვე პრაღაში იმყოფება. შეხვედრის დროს ორი ქვეყნის წარმომადგენელი განიხილავს ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის ქვეყნებს შორის ორმხრივ სავაჭრო ბრუნვას.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, აბაშიძის თქმით, ფორმატით ეს გათვალისწინებული არ არის, თუმცა ის მაინც გეგმავს კარასინთან ამ თემაზე საუბარს.

„ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებულია ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ზოგადად ვიმსჯელებთ 2011 წლის შეთანხმებაზე საბაჟო მონიტორინგის თაობაზე. ჩვენი ინიციტივით ვაყენებთ ამ საკითხებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, მილიტარიზაცისთან, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასთან, ზოგადად საერთაშორისო სამართლის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ხოლმე,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დღის ამბები