19 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
უნდა არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები - წულუკიანი სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე საუბრობს

ჩვენ ვნახეთ, რომ შარშან არჩევნებზე რესპექტაბელური ასაკის მქონე ქალი კანდიდატის წინააღმდეგ მამაკაცები ძირითადად და მეორე პარტიის მამაკაცი კანდიდატი, იყენებდა სიძულვილის ენას - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა. თეა წულუკიანი პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენასთან საბრძოლველად გარკვეული ფაქიზი მიდგომის შედეგად რეგულაციები უნდა შემუშავდეს. მისი თქმით, უნდა არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები იმის გასამიჯნად, რა განცხადება შეიძლება გააკეთო გამოხატვის თავისუფლების სახელით.

„არაერთი წელია, საერთაშორისო ორგანიზაციები, ოდირიც, ისინიც რომ არ იყვნენ, ჩვენ თვითონაც ვხედავთ ჩვენ ქვეყანაში, რომ საარჩევნო პროცესს თან ახლავს ემოციები და ამ ემოციებში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური გახლავთ სიძულვილის ენის გამოყენება სხვადასხვა კანდიდატთან მიმართებაში და ხშირად ეს სიძულვილის ენა კიდევ უფრო თვალშისაცემია ხოლმე, როდესაც კანდიდატი არის ქალი. ჩვენ ვნახეთ, რომ შარშან არჩევნებზე რესპექტაბელური ასაკის მქონე ქალი კანდიდატის წინააღმდეგ მამაკაცები ძირითადად და მეორე პარიის მამაკაცი კანდიდატი იყენებდა სიძულვილის ენას. არ ვფიქრობ, რომ თუკი გარკვეული ფრთხილი ფაქიზი მიდგომის შედეგად შემუშავებულ რეგულაციები იქნება და ბალანსი იქნება დაცული პირის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, ეს იქნება პრობლემა, პირიქით, ეს უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები, რა შეიძლება გამოხატვის თავისუფლების სახელით აკადრო და რა არ შეიძლება აკადრო სხვა ინდივიდს, რომელსაც აქვს თავისი პირადი სივრცე,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

დღის ამბები