19 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, აიპ-ებსა და სსიპ-ებში დასაქმებულები - ოპოზიციამ გიორგი კაკაურიძეს მწვავე კითხვები დაუსვა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება - ოპოზიციონერი დეპუტატების მთავარი კითხვა ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან სწორედ 2019 წლის პირველ კვარტალში არსებულ მონაცემებს შეეხებოდა.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, აღნიშნული მონაცემი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ბოლო 9 წლის განმავლობაში, რადგან უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 281 მილიონი დოლარი.

ოპოზიცია განმარტებებს გიორგი კაკაურიძისგან ითხოვდა. მისი განმარტებით კი ციფრები იმიტომ არის შემცირებული, რომ ქვეყანაში მასშტაბური საერთაშორისო პროექტები დასრულდა და შემოსავლები შემცირდა.

Image result for სერგი კაპანაძე„თქვენ ბრძანეთ, რომ ინვესტიციები შემცირდაო და ჩვენ ყველამ ვნახეთ კატასტროფული ვარდნა ამ წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების, ასეთი დაბალი ინვესტიციების მონაცემი პირველ კვარტალში ბოლოდ როდის გვქონდა?“ - მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ გიორგი კაკაურიძეს.

ოპოზიციონერი დეპუტატის პასუხად კი კაკაურიძემ განაცხადა, რომ რეალურად უცხოური ინვესტიციების ვარდნა არ ყოფილა და ოპოზიცია მწვავე შეფასებების გამო გააკრიტიკა.

„ასეთი დაბალი და კატასტროფული ვარდნა რას ჰქვია, 281 მილიონი დოლარი, 20 მილიონი დოლარი წინა წელთან შედარებით, არის კატასტროფული ვარდნა?“ - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

სერგი კაპანაძე დაინტერესდა ლარის გაუფასურებაზე გავლენა ხომ არ აქვს ასევე შემცირებულ ინვესტიციებს.  

„ბოლო პერიოდში ვხედავთ ჩვენ, რომ ლარის გაუფასურება ხდება. ბოლო რამდენიმე დღეს თუ არ ჩავთვლით, შემცირებული ინვესტიციები ახდენს თუ არა ამაზე გავლენას,“ - მიმართა კაპანაძემ კაკაურიძეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე უპირველეს გავლენას მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ახდენს.

Related image

„ლარის ფორმირებაზე ახდენს გავლენას როგორც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ყველაზე მთავარი ეგ არის, ანუ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია მთავარი წყარო, რის გამოც, დამოკიდებული არ არის რყევებზე. შემდგომში, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, გარკვეულწილად აბალანსებს ამას,“ - განაცხადა კაკაურიძემ.

სერგი კაპანაძე ასევე დაინტერესდა, რა დადებითი მხარეები აქვს უცხოური ინვესტიციების შემცირებას, რაზე პასუხადაც კაკაურიძემ აღნიშნა, რომ გამოსავალი ადგილობრივი ინვესტიციებით ჩანაცვლებაა.

Image result for ოთარ კახიძე„საკუთარი თავი ჭაობიდან, წყლიდან, მარტო მიუნჰაუზენმა ამოათრია, თმაში რომ მოკიდა ხელი. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ ადგილობრივი ინვესტიციებით ჩავანაცვლოთ უცხოური ინვესტიციები, ასეთი რამ საერთოდ სად გაგიგიათ,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამაზე პასუხად კი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ დანაზოგის შექმნით უნდა წავიდეს ქვეყანა წინ.

ოპოზიციის კითხვები ასევე შეეხებოდა აიპ-ებსა და სსიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობას. ოპოზიცია გიორგი კაკაურიძისგან კონკრეტული ციფრების დასახელებას ითხოვდა, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული საბიუჯეტო ორგანიზაციებში.

Related image„სამწუხაროდ, საბიუჯეტო ორგანიზაციები იქცა "ქართული ოცნების" პარტიული აქტივისტების დასაქმების ბიუროებად, ადამიანები, რომლებიც იქ არაფერს საზოგადოებისთვის სასარგებლოს არ აკეთებენ არიან ვიღაცის ცოლის ძმები ან ძმისშვილები და სამაგიეროდ, "ქართული ოცნება" იღებს პოლიტიკურ დივიდენდს  სწორედ ბიუჯეტის ხარჯზე,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

კაკაურიძეს ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მას არ დაუკონკრეტებია თუ რა რაოდენობის ადამიანები არიან დასაქმებული აღნიშნულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში. 

„ჩვენ შეიძლება ამოვიღოთ და მონაცემები გვქონდეს ჯამური საერთო რაოდენობის მიხედვით, მათ შორის, შეიძლება შტატგარეშეებიც გამოიყოს, თუმცა ეს არ იქნება ზუსტი რაოდენობა და ამ რაოდენობას ვერასდროს ვერ მოგაწვდით უწყებების დონეზე,“ - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

დღის ამბები