დონალდ ტრამპი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ლგბტ თემის წარმომადგენლებს. აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებას ქვეყნის საელჩო ავრცელებს. დონალდ ტრამპი მადლობას უხდის ლგბტ თემის წარმომადგენლების ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
" მოდით, სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ იმ უამრავ ლგბტ ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნებში, სადაც სექსუალური ორიენტაციის გამო სჯიან, აპატიმრებენ და სიკვდილს უსჯიან."- წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ს პრეზიდენტი ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციის ინიციატივითაც გამოდის და მისი ადმინისტრაციის მიერ დაწყებულ გლობალურ კამპანიაში ჩართვას სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს.