19 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღა - კობახიძის მტკიცებით, კანონპროექტს აშშ-სა და ევროკავშირის დელეგაცია დადებითად აფასებს

სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღა - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აშშ-სა და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში საგანგებო განცხადებას აქვეყნებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მეოთხე ტალღის რეფორმის კანონპროექტის შინაარსს დადებითად აფასებენ. მისი თქმით, განცხადებაში განსაკუთრებულად ხაზგასმულია, რომ კანონპროექტი ფართო კონსესუსით მომზადდა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს არის საერთაშორისო პარტნიორების ღია მხარდაჭერა რეფორმის მიმართ, ცვლილებების მოწინააღმდეგეების არგუმენტებს, სასამართლოს კლანური მმართველობის შესახებ, საბოლოოდ გააბათილებს. 

„დღეს გამოქვეყნდა განცხადება აშშ-სა და ევროკავშირის დელეგაციის მიერ და განცხადების შინაარსი არის შემდეგი: "აშშ-ს შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველო მიესალმება სასამართლოს მეოთხე ტალღის ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსესუსით მომზადდა.

ველით პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებას და სასამართლო ინსტიტუტების მიერ მის განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ დახმარება გავწიოთ ამ კანონპროექტის დანერგვისა და შემდგომი რეფორმების პროცესში".

რა თქმა უნდა, მათ რეკომენდაციებს ჩვენთვის ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, მოხარული ვართ, რომ ესოდენ მაღალი შეფასება მისცეს კანონპროექტს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყოს თვითონ კანონპროექტის შინაარსზე ხაზგასმა, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ასახულია ყველა ის ძირითადი საკვანძო რეკომენდაცია, რომლის მიზანია, სასამართლოს ეფექტიანობის და დამოუკიდებლობის შემდგომი გაუმჯობესება, ასევე მინიშნება კონსენსუსზე. მადლობა ყველა მხარეს პრიოცესში მონაწილეობისთვის. ჩვენი ამოცანაა, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესება,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, პარლამენტი კანონპროექტს პირველი მოსმენით ივნისის თვეში მიიღებს. 

დღის ამბები