მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების მარათონში ერთვება. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს კიევში პრესკონფერენცია გამართა და პარტია ახალი ძალების მოძრაობის საარჩევნო სია წარადგინა.
სიაში ის პირველი ნომერია. უკრაინის რადაში მოსახვედრად მისი პარტიიდან ასევე იბრძოლებენ დავით საყვარელიძე, ოლეს დონი, მოჭადრაკე ნატალია ჟუკოვა და ეკონომისტი ვლადიმერ ლანოვოი.
რიგგარეშე არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს გაიმართება. "ახალი ძალების მოძრაობის" საარჩევო სია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა დაარეგისტრიროს.
"ჩვვენ გვინდოდა პრეზიდენტ ზელენსკის დახმარებოდით, ამისთვის საჭიროა გამოცდილება, მათ შორის ბრძოლისაც. ერთად შევკრიბეთ ხალხი, რომლებსაც აქვთ უნიკალური გამოცდილება იბრძოლონ უსამართლობისა და კორუფციის წინააღმდეგ. ჩვენ კეთილი ზრახვები გვაქვს და ჩემს მოვალეობად ვთვლი გზა გავუხსნათ ამ ადამიანებს. პარლამენტში მივდივართ არა იმიტომ რომ კოალიციები შევქმნათ ან თანამდებობების დაკავებაში მონაწილეობა მივიღოთ. პარლამენტში მივდივართ რომ ვიბრძოლოთ და უკრაინა ფეხზე დავაყენოთ,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.