19 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
„რუსეთი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დახმარებით, ცდილობს ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას" - სამადაშვილი 

რუსეთის პოლიტიკური სტრატეგია და მცდელობა ჩაშალოს ანაკლიის პორტის პროექტი - კრემლის მუქარას და ღია წინააღმდეგობას საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერების, მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

სერგეი ლავროვის უწყებაში საქართველოს ნატოში შესაძლოა დაჩქარებული გაწევრიანებას დამღუპველს უწოდებენ და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ტონსაც იწუნებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ რუსეთმა საქართველოს კიდევ ერთხელ დაუქნია თითი, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ რუსეთთან სხვადასხვა ფორმატში არსებული მოლაპარაკება შეწყვიტოს, ის არსებულ ფორმატებში შეხვედრებს აგრძელებს. მისი თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების დახმარებით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას ცდილობს. 

„რუსეთი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დახმარებით, რეალურად ცდილობს სწორედ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას - ეს შედის მათ სტრატეგიულ ინტერესებში. კარასინმა ფაქტობრივად კიდევ ერთხელ თითი დაუქნია ჩვენს ქვეყანას რომ ეს არის მათთვის წითელი ხაზი ისევე როგორც ნატოში გაწევრიანება.

ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, რომ  საქართველოს ხელისუფლება თუ ის იცავს ამ ქვეყნის სუვერენულ ინტერესებს ჩვეულებრივ რეჯიმში აგრძელებდეს ამის შემდეგ,თუნდაც იგივე  კარასინი-აბაშიძის შეხვედრებს და ისევ საუბრობდეს რუსეთთან დათმობის პოლიტიკაზე,“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

​აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გუშინ გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე კარასინმა საქართველოს ნატოში შესაძლო დაჩქარებულ გაწევრიანებას „დამღუპველი“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთს, აშშ–ს სახელმწიფო მდივნის "ტონი" არ მოსწონს.

ამავე თემაზე
დღის ამბები