19 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
როდესაც აქტიურდება მსგავსი პროვოკაციული განცხადებები, საჭიროა მეტი სიმტკიცე აჩვენოს ხელისუფლებამ - ბესელია კარასინის მუქარაზე

„ეს იყო ძალიან პროვოკაციული განცხადება,“ - ასე აფასებს პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის , გრიგორი კარასინის მუქარის შემცველ განცხადებას. 

კარასიმა გუშინ, პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან გამართულ შეხვედრამდე გთქვა, რომ რუსეთი შეშფოთებულია საქართველოს ნატოში შესაძლო დაჩქარებული გაწევრიანების გამო.

ეკა ბესელიას ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მყარი პოზიცია დააფიქსიროს როგორც საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ასევე ქვეყნის შიდა საკითხებთან მიმართებაშიც.

„ეს იყო ძალიან პროვოკაციული განცხადება, რომელიც ჩვენ არ მოგვისმენია პირველად და ალბათ, არც ბოლო არ არის და რაღაცნაირად ემთხვევა ხოლმე პოლიტიკურ პროცესებს და მის კვალდაკვალ ხდება მსგავსი განცხადებების გაკეთება ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან. ასეთ დროს, როდესაც აქტიურდება მსგავსი პროვოკაციული განცხადებები, საჭირო არის მეტი სიმტკიცე და მეტი სიმყარე აჩვენოს ხელისუფლებამ, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში არის ძალიან მყარი პოზიცია და არც ანაკლიის თემა, არც მართლმსაჯულების თემა, არც საარჩევნო სისტემა და გარემო, არ არის მეორეხარისხოვანი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები