19 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
ზურაბიშვილის მორიგი სკანდალი - პრეზიდენტმა ღირსების ორდენით ის პროკურორები დააჯილდოვა, რომელთა გვარები ე.წ. შეკერილ საქმეებში ფიგურირებს

საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით ის პროკურორები დააჯილდოვა, რომელთა გვარები პოლიტიკურ დევნასა და პოლიტიკურად მოტივირებულ ე.წ. შეკერილ საქმეებს უკავშირდება.

ღირსების ორდენი პრეზიდენტმა გადასცა კაბელების საქმის პროკურორ ნინო აღლემაშვილს. ადვოკატი და „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია ხელისუფლებას უკანონობის წახალისებაში ადანაშაულებს. 

„ჩვენ კარგად ვიცით, კაბელების საქმეზე როგორი პოლიტიკური ტყვეები ჰყავდა ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში ხელისუფლება აჯილდოვებს ამ საქმის ერთ-ერთ მთავარ შემქმნელს და მონაწილეს ღირსების ორდენით, ეს არის გზავნილი სხვა სისტემის მსახურებისთვის, რომ ისინიც იქნებიან წახალისებულნი და დაჯილდოვებულნი თუ მსგავს სამსახურში ჩადგებიან სისტემასთან და ხელისუფლებასთან მიმართებაში., არ გამიკვირდება, რომ ლევან მურუსიძეც იქნეს დაჯილდოვებულნი აღმატებული ხარისხის მედლით და ორდენით,“ - აცხადებს ლევან სამუშია.

ოპოზიციის წევრების თქმით, ხელისუფლება სხვა პროკურორებს მიუთითებს, რომ თუ „ქართული ოცნების“ დაკვეთას შეასრულებენ, დაჯილდოვდებიან.

ელენე ხოშტარია-ის სურათის შედეგი„კაბელების საქმე რომ პოლიტიკური საქმე იყო, ორჯერ ორი ოთხია, ჩვენ მერე ვნახეთ პირდაპირ კანონდარღვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი, მერე კობახიძე ამ საიდუმლო საქმის მასალებს პირდაპირ ციტირებდა. ამ პროკურორის დაჯილდოვება არის ღია დაუფარავი და ცინიკური წახალისება მორჩილი მოსამართლეების, პროკურორების და მართლმსაჯულების სისტემის. პრეზიდენტი, რომელიც არის ქართული ოცნების შემსრულებელი ყველა დაკვეთის, იმის ხაზგასმას შეუერთდა, რომ ქართულ ოცნებას მოგვწონს და გვინდა მორჩილი მართლმსაჯულების სისტემა,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ. 

პრეზიდენტმა ღირსების ორდენით ასევე დააჯილდოვა პროკურორ ფრიდონ ქარცივაძე, რომელმაც 2011 წელს პასუხისგებაში მისცა ოპოზიციის აქტივისტები, თუმცა მის მიერ გამოძიებულ საქმეს 2013 წელს პარლამენტმა პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და მის მიერ დაკავებული პირები პოლიტდევნილის სტატუსით გაათავისუფლა. 

აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს. 

ცოტნე ანანიძე-ის სურათის შედეგი„პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული, ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებას. თუმცა უმთავრესი ამ საკითხის ირგვლივ არის ის, რომ შვიდი წლის განმავლობაში გამოძიება არ დაწყებულა ამ საკითხთან მიმართებაში, რომელიც ეხება პოლიტიკური მოტივაციით დევნას,. 2012 წლის 5 დეკემბრის პარლამენტის დადგენილებით პოლიტპატიმრის სტატუსი მინიჭებული გვაქვს ყველა ჩვენგანს, არსებობს სისხლის სამართლის ანალიზი, სადაც არის ყველაფერი ნათელი, რომ უდანაშაულო ადამიანების განზრახ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა პოლიტიკური მოტივით არის სამართლიანობის და სამართალწარმოების ანტისტანდარტი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის ჩვენთვის გაუგებარი,“ - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

ფრიდონ ქარცივაძისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოებას დადებითად არ აფასებს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, დიმიტრი ჭეიშვილისთვის.

 

 

 

 

დღის ამბები