19 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
მასშტაბური ფინანსური მაქინაციის სქემა - "ჰაბ ჯორჯიას" ხელმძღვანელის მტკიცებით, სქემის უკან ივანიშვილი და ფარცხალაძე დგანან

ასობით მილიონი ლარი, რომლითაც ქვეყნის ბიუჯეტი ზარალდება - მიზანმიმართულად შექმნილი კომპანიები, რომლის გავლითაც საქონლის იმპორტირებისას ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები დღგ-ს გადასახადს არ იხდიან.

მასშტაბური ფინანსური მაქინაციის სქემა "ჰაბ ჯორჯიამ" შეისწავლა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ სქემის უკან ბიძინ ივანიშვილთან დაახლოებული გავლენიანი პირები დგანან, მათ შორის ერთ-ერთი ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.

„სახელმწიფო დოვლათს მიმართავენ კერძო, პირადი ინტერესებისთვის და თავიანთი ჯიბეების შესავსებად. ამ სქემის უკან დგანან კონკრეტული პირები, არაფორმალური მმართველები, ეს არის ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ჰყავს თავისი წრე, ადამიანები, რომლებიც ამას განახორციელებენ, ერთ-ერთი არის მისი ახლო ნათესავი, სიძე ლაშა ქორიძე, რომელიც არის ავტორი ამ სქემის ნავთობპროდუქტების შემთხვევაში და ასევე ხორბლის იმპორტის შემთხვევაშიც,“-აცხადებს ვასო ურუშაძე.

დღის ამბები