19 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
მაღალი თანამდებობის პირები ვერ ბედავენ ან არ სურთ, წინააღმდეგობა გაუწიონ საპატრიარქოს ჩარევას სახელისუფლებო საქმიანობაში - კორძაია

„მაღალი თანამდებობის პირები ვერ ბედავენ ან არ სურთ, წინააღმდეგობა გაუწიონ საპატრიარქოს ჩარევას სახელისუფლებო საქმიანობაში,“ - ეს განცხადება საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ გააკეთა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი მთავრობის ადმინისტრაციასთან ლგბტ თემის აქციას და ასევე, კონტრაქციას გამოეხმაურა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.  

კორძაია აღნიშნულთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და მოუწოდებს, რომ საპატრიარქოს „თავისი ადგილი მიუჩინოს“.

„სანამ ხელისუფლებას არ ექნება იმის უნარი, რომ საპატრიარქოს მიუჩინოს საკუთარი ადგილი, იქამდე ჩვენ ვერასდროს ვერ ვიგრძნობთ თავს დაცულად, არათუ ქვიარ თემის წარმომადგენლები, არამედ თითოეული ჩვენგანი ამ ქვეყანაში არ იქნება დაცული იმიტომ, რომ რამდენი რამე არ მოეწონება საპატრიარქოს და თითს დაუქნევს ხელისუფლებას, ხელისულფების მაღალი თანამდებობის პირები არ არიან უნარიანი, სრულიად უსუსურები არიან, რომ თქვან, რომ არასწორია საპატრიარქო ამ დროს და ჩვენ ჩვენს ფუნქციას შევასრულებთ,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები