დავით გარეჯი საქართველოა - ამ ლოზუნგით "პატრიოტთა ალიანსის" აქცია იმართება. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილები.
პარალელურად საკრებულოს შენობაზე „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ფრთამ ბანერი „ნატო აქაურობას“ გამოფინა. პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ბანერი ჩამოხია და გაიქცა.
ამ ინციდენტის შემდეგ "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბანერის გადმოფენით აქციაზე შეკრებილებს შეახსენეს, რომ ნატო-ში გაწევრიანებას ბოლო კვლევებით, მოსახლეობის 75 პროცენტი უჭერს მხარს.
„ჩვენ გვინდოდა, ყველასთვის შეგვეხსენებინა, მოსახლეობის 75 პროცენტი ამ ქვეყანაში ემხრობა ნატოში, ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას და ჩვენ ეს ბანერი გადმოვფინეთ ამის შესახსენებლად, მათ შორის აქ შეკრებილი ხალხისთვის. ეს არის ჩვენი ახალგაზრდების პოზიციის დაფიქსირება, მათ შორის, ამ ადამიანების წინაშე,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა.