19 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
მოთხოვნა არის სამხედრო მიუმხრობლობა, დღეს სრულიად მიუღწევადია ნატო - "პატრიოტთა ალიანსი"

სამხედრო მიუმხრობლობა იყო ერთ-ერთი მთავარი მოთხოვა, რის გამოც თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსმა“ აქცია გამართა. აქციის ლოზუნგი იყო "დავით გარეჯი საქართველოა".

აქცია ამ დროისთვის დასრულებულია, თუმცა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

„არავითარი დათმობა არ მოხდება არცერთი კვადრატული მეტრის. დაიწყოს გამოძიება, დაისაჯოს კომისიის ის წევრები, ვინც გაყიდა დავით გარეჯი. დაისაჯოს სააკაშვილი, ბოკერია, ყველა ის ხალხი, ვინც ყიდდა ტერიტორიებს. მოთხოვნა არის სამხედრო მიუმხრობლობა, იმიტომ, რომ დღეს ეს არის ერთადერთი გამოსავალი სიმშვიდისთვის და დღეს სრულიად მიუღწევადია ნატო,“ - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

ადა მარშანია კი დავით გარეჯში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ამბობს, რომ მოსახლეობა არა ხელისუფლების, არამედ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოს.

„ხელისუფლების იმედზეც არ უნდა ვიყოთ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თავის იმედზე, ჩვენი გაბრძოლების და ჩვენი აქტიურობის იმედზე უნდა ვიყოთ... პირველ რიგში, რასაკვირველია, დავით გარეჯს ვიცავთ ჩვენ ყოველდღიურად, ყოველწუთიერად,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები