მხოლოდ უსაფრთხოების კომპონენტი არ არის მთავარი, აუცილებელია, ანაკლიის პროექტს ბიზნესკომპონენტიც ჰქონდეს - სტრატეგიული პროექტის შესახებ მაიკ პომპეოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, ამჯერად ფინანსთა მინისტრი პასუხობს.
ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
„ანაკლიის პროექტს აქვს მთავრობის სრული მხარდაჭერა. ერთადერთი, რაც დარჩა და ჩვენ თავს ვიკავებთ ეს არის ტვირთების დაზღვევა. ეს უსულოდ ბიზნესმოდელში შესვლაა და მთელი რისკების მთავრობაზე გადმოტანაა,“-აცხადებს მაჭავარიანი.
მისი თქმით, ფოთის პორტის მშენებლობაზე საუბარს არავინ დაუბნევია, რადგან ეს საკითხი ერთ დღეს წამოიჭრა და იმავე დღეს გაქრა. რაც შეეხება კითხვას, განიხილავს თუ არა საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტს რუსეთისგან ეკონომიკური დამოუკიდებლობის კონტექსტში, მაჭავარიანი ამბობს:
„რა საკვირველია ყველა ეს ინფრასტრუქტურული პროექტი და არამარტო ინფრასტრუქტურული პროექტი, ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს გააძლიერებს რასაკვირველია მასი უსაფრთხოების კომპონენტი არის და ბიზნესკომპონენტიც უნდა იყოს. არ შეიძლება ამხელა პორტი 100% უსაფრთხოების მოტივით კეთდებოდეს, იქ ბიზნესკომპონენტიც უნდა არსებობდეს."
მისი თქმით, მთავრობა მზად არის დაეხმაროს ანაკლიის პორტის მშენებლობას.