ლევან ვასაძისა და ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას ოპოზიცია. პოლიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ლევან ვასაძე საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით კრემლის ინტერესებს ატარებს.
ვასაძის მოწოდებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "ევროპულმა საქართველომ", რომელშიც წერია რომ მსგავსი უკანონო მოქმედებებისკენ მოწოდებები, ძალადობის მყისიერ საფრთხეს ქმნის. ხელისუფლების უმოქმედობა კი, ამ დანაშაულის თანამონაწილეობას უდრის.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შექმნა გარემო, სადაც პუტინისტური, ექსტრემისტული ძალები ბედავენ ღია ძალადობას და ღია მოწოდებებს, რომელიც შეიცავს მყისიერ საფრთხეს ძალადობისა და ამ სრულიად აღვირახსნილი კამპანიის არ შეჩერება, არ დაუსჯელობა არის თანამონაწილეობა,"-აცხადებს სერგო რატიანი.
„ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ვასაძე, როგორც რადიკალური ჯგუფების ხელმძღვანელი გაძლიერებულია ხელისუფლების მიერ.
„მათ რომ არ ჰქონდეთ ხელისუფლების მხრიდან ხელდასმა, რასაკვირველია პირველ რიგში უსაფრთხოების სამსახურები უნდა დაინტერესებულიყვნენ იმით,თუ რა კავშირი აქვთ კრემლთან,“-აცხადებს ხატია დეკანოიძე.