ოლიგარქი დავამარცხეთ, მაგრამ ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა - ამის შესახებ მოლდოვის ახალმა პრემიერმა მაია სანდუმ გადაცემა ” კვირის აქცენტების” პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
იმის მიუხედავად, რომ თავად პლახოტნიუკი გაქცეულია, მოლდოვას ახალგაზრდა პროდასავლელი ლიდერი ამბობს, რომ ის კორუფციული წარსულისთვის პატიმრობით უნდა დაისაჯოს.
„ორი თვის წინ მოლდოვის მოსახლეობის 80-90% იტყოდა, რომ შეუძლებელი იყო ოლიგარქიული რეჟიმის ცვლილება, რომელიც ქვეყანას ახრჩობდა სულ მცირე ბოლო სამი წელი. რეჟიმი რომელმაც გააუქმა არჩევნები,როდესაც შედეგი არ მოეწონა რეჟიმი, რომელმაც საარჩევნო სისტემა შეცვალა, რომ ადვილი ყოფილიყო არჩევნების გაყალბება.იყო დაშინება
მთავარი ამოცანა ჩვენი მთავრობისთვის არის ბრძოლა ოლიგარქიზაციასთან, რომელიც გულისხმობს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ და სამართლიანობისთვის.
პირველი რაც გავაკეთეთ, შევცვალეთ საარჩევნო სისტემა გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ჩვენთანაც 50% მაჟორიტარული სისტემა იყო პროპორციულთან ერთად.
რაც შეეხება პლახოტნიკს, პირველ რიგში უნდა დავადგინოთ სად არის, მის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. გვინდა, რომ დამოუკიდებელმა პროკურორმა იპოვოს და გაამწესოს პატიმრობაში.
დიახ უნდა დააპატიმრო, რადგან სხვას აღარ ჰქოდნეს იმის სურვილი, რომ იგივე გააკეთოს.როდესაც ქვეყანა ღარიბია მოლდოვა ვერ მისცემს უფლებას თავს საბიუჯეტო თანხები გაფლანგოს,“- განაცხადა მაია სანდუმ.
მაია სანდუ წინა ხელისუფლების დროს გატარებულ საქართველოს წარმატებულ რეფორმებზეც საუბრობს და მოლდოვაში სწრაფი ცვლილებებისთვის ქართველი სპეციალისტების მიწვევას აპირებს.