19 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
სოდომის ცოდვა ეკლესიამ ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს - მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება 

სოდომის ცოდვა ეკლესიამ ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს - მეუფე პეტრე ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს მკაცრ შეფასებას აძლევს.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ლგბტ თემის მიმართ გამოთქმულ მუქარის შემცველ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ჯერ კიდევ 80-იან წლებში ეკლესიაში სოდომური ცოდვის პრობლემებზე ზვიად გამსახურდია წერდა, თუმცა ეკლესიამ ბრძოლას თავი აარიდა.

მეუფე პეტრეს განცხადებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ეკლესია საკუთარ სულიერ შვილებზე ზრუნვას. მანამდე კი ყველა განცხადება, სასულიერო თუ საერო პირის სანდოობით არ სარგებლობს.

​„წამახალისებელია ამ მოვლენების ის ფაქტი, რომ ეკლესიამ თავის წიაღში არ გამოუცხადა ბრძოლა, მიუხედავად, ჯერ კიდევ 80-იან წლებში, ეროვნული ლიდერის, პირველი პრეზიდენტის,  ბატონ ზვიად გამსახურდიას წერილისა და მისი მოწოდებისა, რომ ეკლესიის წიაღში არის პრობლემები და სოდომური ცოდვის წინააღმდეგ შიგნით უნდა დაწყებულიყო ბრძოლა. დღესაც ვფიქრობ არ არის დაგვიანებული და ადამიანები, საერონი თუ სასულიერონი, რომლებიც გამოდიან თითქოს უკომპრომისოდ ებრძვიან უზნეობას, უწმინდურობასპიდარასტიას, მამათმავლობის პროპაგანდას და უღმერთოებას ეს ადამიანები ამავე დროს არიან კომპრომისულ დამოკიდებულებაში ეკლესიის შიგნით წიაღში და არიან კომფორმისტები. აქედან გამომდინარე მათი სანდოობა არ არის მაღალი ხარისხის,“-ამბობს მეუფე პეტრე.  

დღის ამბები