19 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
კაი ხანია მინისტრია და დროა დაუთმოს ვინმე ახალს - ოქრიაშვილი სერგეენკოზე საუბრობს

მმართველი გუნდის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა, მისივე თქმით, სერგეენკო უკვე დიდი ხანია მინისტრია და შესაძლოა, არის დრო, რომ მან თანამდებობა სხვას დაუთმოს.

მმართველი გუნდის დეპუტატის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრს, 2012 წლიდან დღემდე აქვს, როგორც მიღწევები, ასევე ჩავარდნები.

"სერგეენკო 2012 წელს დაინიშნა მინისტრად, კაი ხანია მინისტრია," - ამბობს ოქრიაშვილი.

კითხვაზე - შეეწირა თუ არა შიდა დაპირისპირებას დავით სერგეენკო, ოქრიაშვილი პასუხობს:

„მინისტრობა შთამომავლობით ხომ არ გადაიცემა. ერთი 6 წელია, კაცი მინისტრია. დავით სერგეენკოს აქვს მიღწევები, აქვს ჩავარდნები, დროა ახლა დაუთმოს ვინმე ახალს... ალბათ გამოქვეყნდება რატომ მიდის, ან რატომ უშვებენ და მერე უკვე შემიძლია პასუხი გაგცეთ,“ - ამბობს ოქრიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები