19 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
გუნდში განახლება და ახალი სისხლი იქნება - პრემიერის პირველი კომენტარი სერგეენკოს თანამდებობიდან შესაძლო გადაყენებაზე

„მოდით მოვლენებს წინ არ გავუსწროთ,“ - ამ განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. 

მამუკა ბახტაძემ არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით სეერგენკო თანამდებობას დატოვებს. თუმცა მთავრობის მეთაური ამბობს, რომ გუნდში ახალი სისხლია საჭირო და ამის შესახებ "ქართულმა ოცნებამ" არაერთხელ განაცხადა. 

პრემიერი ამბობს, რომ დავით სერგეენკო გუნდის წევრად რჩება. 

„მოდი მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. გუნდში განახლება და ახალი სისხლის მიღება ჩვენ განვაცხადეთ, რომ არის ჩვენი პრიორიტეტი. დათო სერგეენკო იყო, არის და მინდა დაგარწმუნოთ, რომ მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი... მე მსგავს საკითხებზე სერიოზულ განცხადებებს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ასეთი ჭორები, რომელიც ბოლო 2 წელია მესმის, კიდევ ალბათ, მომავალშიც გაგრძლედება, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი საკითხი... დათო არის ჩვენი გუნდის წევრი, იყო და იქნება, რაც შეეხება საკადრო გადაადგილებებს, ნუ გავასწრებთ მოვლენებს. პირველი იქნებით ვინც გაიგებთ,"-აცხადებს ბახტაძე. 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თანამდებობას თავად პრემიერიც დატოვებს და მას ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შეცვლი, მამუკა ბახტაძე აღნიშნულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს. 

შეგახსენებთ, რომ თავად დავით სეერგეენკომ არ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი გადაყენება იგეგმება. მან თქვა, რომ ეს პრემიერის პრეროგატივაა და განცხადების გაკეთებას სწორედ მას უთმობს. 

დღის ამბები