19 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
ეს არის ძალადობის ქადაგება და არ უნდა დარჩეს დაუსჯელი - კაპანაძე ვასაძის მიერ დაანონსებულ კომბლების რევოლუციაზე 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ "ვასაძისა და მისი მიმდევრების განცხადებებზე" გამოძიების დაწყება არ კმარა და უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო, რათა ძალადობის ქადაგება დაუსჯელი არ დარჩეს. 

კაპანაძე ვასაძისა და მისი მხარდამჭერების მიერ, გუშინ, ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. 

კაპანაძის თქმით, საზოგადოებამ გუშინ, იხილა ფაშისტური იდეოლოგიის ქადაგება ვასაძის და მისი ჯგუფის მიერ, რომლებიც ამბობდნენ, რომ გაუსწორდებიან ლგბტ თემის წარმომადგენლებს, იძალადებენ მათზე და ასევე ფიზიკურად დაუპირისპირდებიან სამართალდამცველებს, თუ ისინი მათ დაცვას შეეცდებიან. 

"ევროპული საქართველოს" დეპუტატი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესების უკან, რუსეთი დგას და ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად, კრემლის მითითებებს ასრულებს. 

"ეს არის ძალადობის ქადაგება და არ უდნა დარჩეს დაუსჯელი. ჯამში ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, რომელიც წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ არ დაესაჯათ ეს ადამიანები. აქამდე მოგვიყვანა ამ ბრჭყალებში შემწყნარებულმა დამოკიდებულებამ. 

უდავოა, რომ ამას გააჩნია უფრო ფართო და შორს მიმავალი დღის წესრიგი და ისიც უდავოა რომ ამ ყველაფერის უკან დგას ჩვენი მტერი რუსეთი.

ახლაც საქართველოში გააქტიურდა მორიგი პროექტის ლევან ვასაძის სახით. ეს ყველაფერი თუ კიდევ ფრო შორს წავა და ძალადობა იქნება, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება  ხელისუფლებას,"-განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

დღის ამბები