19 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
რა გეცათ ასეთი მოუთმენელი, რომ რუსეთის სცენარში ჩაჯექით?! - ნათელაშვილის "თბილისი პრაიდის" და კონტრაქციის ორგანიზატორებს მიმართავს

"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის განცხადებით, ივნისის თვეში დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ აქციისა და მის წინააღმდეგ გამართული კონტრაქციის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა.

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ დესტაბილიზაცია მხოლოდ კრემლის ინტერესებშია. შალვა ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლებიც რუსეთისა და ბიძინა ივანიშვილისგან ფინანსდებიან, ისევე როგორც კონტრაქციის ორგანიზატორები.

„თქვე მამაცხონებულებო, ისე დაიხოცნენ ჩაიკოვსკი და ჭაბუკიანი არავინ შეუწუხებიათ თავის სექსუალური პრობლემებით. რა გეცათ ასეთი მოუთმენელი, რომ მოსკოვის გეგმების განხორციელებაში ჩაჯექით, როგორც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი. დარწმუნებული ვარ ეგენიც ფინანსდებიან კონტრაქციის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც პირდაპირ მოსკოვიდან არიან მოვლენილი თავის საბანკო ანგარიშებითა და ქვითრებით. თუ ვინმეა დასაჭერი, ივანიშვილია დასაჭერი, რომელიც წარმოადგენს პუტინის მეფისნაცვალს საქართველოში,“-ამბობს ნათელაშვილი.

დღის ამბები