19 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
სოციალური პოლიტიკა ჩვენს ქვეყანში ადის იმ სიმაღლეზე, რომ საჭირო არის ახალი ნაბიჯების გადადგმა - ენძელა მაჭავარიანი

„სოციალური პოლიტიკა ჩვენს ქვეყანში ადის იმ სიმაღლეზე, რომ საჭირო არის ახალი ნაბიჯების გადადგმა,“ - ეს განცხადება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ენძელა მაჭავარიანმა გააკეთა.

ენძელა მაჭავარიანი ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო გადადგომას ეხმაურება და გარკვეულ პრეტენზიებს გამოთქვამს დავით სერგეენკოს მიმართ.

მაჭავარიანის თქმით, დღეს საქართველოში სოციალური პოლიტიკა სუსტია და მისი შეცვლა აუცილებელია.

„სერგეენკო არ არის მხოლოდ ჯანმრთელობის მინისტრი, არის სოციალური დაცვის, დევნილთა და ა.შ. ვრცელი დასახელება აქვს მის სამინისტროს. მე მოგეხსენებათ, უფრო ჩართული ვარ სოციალურ თემებში და მიმაჩნია, რომ სოციალური პოლიტიკა ჩვენს ქვეყანში ადის იმ სიმაღლეზე, რომ საჭირო არის ახალი ნაბიჯების გადადგმა ამ თვალსაზრისით. მიმაჩნია, რომ ჩვენი სუსტი წერტილი არის სოციალური პოლიტიკა,“ - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

დღის ამბები