მორიგი მხილება ჭყონდიდელი მიტროპოლიტისგან - მეუფე პეტრე ეკლესიაში სოდომური ცოდვის არსებობაზე ლაპარაკობს.
წმინდა სინოდის წევრმა ყველა ის სასულიერო პირი გააკრიტიკა, ვინც აგრესიას ქადაგებს და მათ წმენდის დაწყება საპატრიარქოდან ურჩია. ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, რომ სოდომური ცოდვა ერთ-ერთია, რომელიც საეკლესიო დასში ჩვეულ მოვლენად იქცა და მთავარია მის წინააღდეგ ბრძოლა ეკლესიამ პირველმა დაიწყოს.
პატრიარქისათვის გაგზავნილი წერილი, რომელზე მეუფე პეტრე „კურიერთან“ ინტერვიუში საუბრობს, ეროვნულ არქივში ინახება. წერილში საქართველოს პირველი პრეზიდენტი ყველა იმ სასულიერო პირის მხილებას ითხოვს, ვინც ეკლესიას სახელს უტეხს.
მეუფე პეტრე უმძიმესი მდგომარეობის გამო, წმინდა სინოდის საგანგებო სხდომის შეკრებას ითხოვს.
მეუფე პეტრეს ინტერვიუს შემდეგ საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და ლგბტ თემი საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაში დაადანაშაულა.
ეკლესია დღეს ორად გაიყო - რადიკალიზმის ანუ ვასაძის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. ვასაძის რაზმებს მხარდაჭერა წმინდა სინოდის წევრმა, მარნეულის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ გამოუცხადა. სასულიერო პირების მეორე ნაწილმა კი ვასაძის აქტივობებში სახიფათო თამაში დაინახა.