„ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოსკოვიდან სტუმრებს ელოდება. ორ დღეში, თბილისში სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი დეპუტატები იკრიბებიან, მათ შორის რუსეთის დუმის წევრიც იქნება.
რუსეთის სათათბიროს დეპუტატს სერგეი გავრილოვს ოთხშაბათს სახელმწიფო ცერემონიების ავლაბრის სასახლეში, საქართველოს ხელისუფლება უმასპინძლებს. დუმის წევრი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ხმა საქართველოში რუსული ჯარების შემოყვანას მისცა, ახლა მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეის ხელმძღვანელია.
ოპოზიციის ინფორმაციით, ის 90-იან წლებში, აფხაზეთში ეთნიკური ქართველების წინააღდეგ იბრძოდა, დღეს კი მისი მასპინძლობა ცერემონიების სასახლეში ოპოზიციისთვის ეროვნული ღირებულებების ღალატია.
რუსი პოლიტიკოსს თბილისში „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ დახვდებიან. სწორედ ეს ორი პოლიტიკური ძალა იქნება წარმომადგენელი მართლმადიდებელი დეპუტატების ასამბლეაზე, სადაც ხელმძღვანელის პოსტს რუსი კომუნისტი იკავებს.
ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ რუს პოლიტიკოს ხელისუფლება გაურიგდა. ოპოზიციის ამ განცხადებების წინააღდეგ "ქართული ოცნება" დღეს "პატრიოტთა ალიანსთან" ერთად იბრძოდა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა 19-დან 25 ივნისის ჩათვლით ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიმართება.