19 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
სამთავრობო ცვლილებები - პრემიერი ჯანდაცვის ახალ მინისტრს სავარაუდოდ, დღეს წარადგენს

სამთავრობო ცვლილებები - პრემიერი ჯანდაცვის ახალ მინისტრს სავარაუდოდ, დღეს წარადგენს. „კურიერის“ ინფორმაციით, მინისტრის წარდგენა 14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში მოხდება.

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგიენკოს სავარაუდოდ, ეკატერინე ტიკარაძე შეცვლის. ისიც საჩხერის კლინიკის დირექტორია, განათლება კი დასავლეთში აქვს მიღებული და 2015 წლამდე ევროპაში მოღვაწეობდა.

თავის დროზე ასევე საჩხერის კლინიკის დირექტორი იყო დავით სერგიენკოც, რომელიც ჯანდაცის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან  იკავებდა.

დავით სერგეენკოს გადაყენების რამდენიმე არაოფიციალური ვერსია სახელდება. ერთ-ერთის მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრის გაშვების მიზეზი შიდა კლანური დაპირისპირება გახდა.

Related image„სამთავრობო ცვლილებები ხდება ხოლმე კლანური დაპირისპირებიდან გამომდინარე და არა ისე, რა და როგორ სჭირდება ქვეყანას. ისინი იმას კი არ ფიქრობენ რა სჭირდება ქვეყანას და წინ როგორ წავიდეთ, არა, დაპირისპირება ვისთან არის და ვინ ვის ბანაკშია. პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ღებულობენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს,“-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ჯანდაცვის სისტემაში ჩავარდნილ რეფორმებზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. სერგო რატიანი ამბობს, რომ „ოცნებამ“ კრახის გამო „ხელის შეწმენდა“ სერგეენკოზე გადაწყვიტა.

Image result for სერგო რატიანი„როგორც ჩანს, ჩავარდნილი რეფორმის ფონზე სურთ, რომ სერგეენკოს შეაწმინდონ ხელები. როგორც ჩანს მიდის კულვარული ბრძოლები. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, ვერ აიცილებენ პასუხისმგებლობას იმაზე თუ რა ხდება ჯანდაცვაში,“-ამბობს სერგო რატიანი.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ყველანაირი ცვლილება მთავრობაში, კონსულტაციების შედეგად ხდება. გია ვოლსკის თქმით, გადაადგილების შესახებ შეთანხმებული იქნება თავად დავით სერგეენკოსთანაც.

Related image“ამ თემაზე აჩქარება არ ღირს, კონსულტაციები მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ დავით სერგეენკო ღირსეული ადამიანია და მით უმეტეს ჩვენი გუნდის წევრია და გადაწყვეტილების მიღება ისე, რომ დავითთან არ იყოს ეს ყველაფერი დეტალებში გავლილი, არ იქნება,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები