19 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
მაჟორიტარული სისტემის გაუქმების აუცილებლობა - 20 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელები დღეს დიპლომატებს შეხვდებიან 

მაჟორიტარული სისტემის გაუქმების აუცილებლობა - მიზეზებსა და არგუმენტებს 20 ოპოზიციური პარტია დღეს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობენ.

საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ხელისუფლების ოპონენტებმა უკვე შეაგროვეს  300 ათასი ხელმოწერა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის არის საჭირო. ხელმოწერები ოპოზიციამ პარლამენტში უკვე ჩააბარა.

შეხვედრა კი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დღეს საკანონმდებლო ორგანოში, 11:00  საათზე დაიწყება.

„უნდა გავაგებინოთ ყველას, რომ ეს არის წითელი ხაზი. თუ ჩვენ ქვეყანაში საბოლოოდ არ დავამხობთ ოლიგარქიას, ამ ქვეყანას დემოკრატიული განვითარების გზა არ უწერია. ეს გადის ახლა ამ პროპორციულ სისტემაზე,“-განაცხადა ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.

დღის ამბები