საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება. ირაკლი კობახიძე ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა.
პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალი იყო მთავარი თემები, რომლის შესახებაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ბულგარეთის პრეზიდენტმა იმსჯელეს.
რუმენ რადევმა აღნიშნა, რომ ის ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს და ფიქრობს რომ ჩვენი ქვეყანა ნატოსთან სრულად თავსებადია.