19 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
ჯანსაღი პროცესი არ არის ის, რომ არც ის იცის მაკონტროლებელმა ორგანომ, ვინ იცვლება და რატომ - ეკა ბესელია

„ჯანსაღი პროცესი არ არის ის, რომ არც ის იცის მაკონტროლებელმა ორგანომ, ვინ იცვლება და რატომ,“ - ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან დავით სერგეენკოს გადაყენებასა და ეკა ტიკარაძის დანიშვნას. 

ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარლამენტში დეპუტატებს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, „ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი ამბობს, რომ ქვეყანაში მმართველობის სტილი უნდა შეიცვალოს.

„ჯანსაღი პროცესი არ არის ის, რომ არც ის იცის მაკონტროლებელმა ორგანომ, ვინ იცვლება და რატომ იცვლება და არც ის, ვინ მოდის, მაშინ, როდესაც თუ საპარლამენტო რესპუბლიკაში ვამბობთ, რომ პარლამენტი უნდა იყოს ყველაზე ძლიერი, მას ასეთი ინფორმაციები უნდა ჰქონდეს იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო და პოლიტიკის ნაწილია, როგორ ხდება ამ ცვლილებების განხორციელება. არც დანიშვნა და არც გათავისუფლება არ არის კარგი და ჯანსაღი მმართველობის გამოხატულება. ერთ-ერთი ცვლილება, რაც უნდა მოხდეს ქვეყანაში, ეს არის, რომ მმართველობის წესი უნდა შეიცვალოს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკა ტიკარაძემ შეცვალა. უწყებაში სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრამ მედიის დასწრების გარეშე ჩაიარა.

ამავე თემაზე
დღის ამბები