19 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
მაჟორიტარული სისტემის გაუქმება პოლიტიკური მსჯელობის საგნად უნდა იქცეს - უცხოელი დიპლომატები

მაჟორიტარული სისტემის გაუქმება პოლიტიკური მსჯელობის საგნად უნდა იქცეს - ამაზე უცხოელი დიპლომატები საუბრობენ.

პარლამენტში მათ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებამ აცნობა, რომ 300 ათასი მოქალაქის ხელმოწერა შეგროვებულია და ბრძოლა საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის კონსტიტუციური მეთოდებით გაგრძელდება.

20-მა ოპოზიციურმა პარტიამ დღეს საქართველოში აკრედიტებული ელჩები საქმის კურსში ჩააყენა, რომ შეაგროვა 300 ათასი ხელმოწერა. ამას გარდა, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აპირებენ ყველა კონსტიტუციური გზა გამოიყენონ იმისთვის, რათა ხელისუფლება აიძულონ, უახლოესი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩაატარონ.

შეხვედრიდან გამოსულმა ელჩებმა სათქმელი დიპლომატიურად თქვეს, რომ ქვეყნის შიგნით პარლამენტის გადასაწყვეტია, როგორი საარჩვენო სისტემა ექნებათ და როდის. მათივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა და მათ უკან მდგარი ადამინების ხელმოწერები ადასტურებს, რომ საკითხი პოლიტიკური დისკუსიის ღირსია.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს მაინც წააგებს, უბრალოდ, მისი გადასაწყვეტია მას სამართლიანი საარჩევნო სისტემის პირობებში გააკეთებს თუ ფსონს გასვლას ისევ მაჟორიტარების მანდატებით ეცდება.

დღის ამბები