ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, გენერალური პროკურორის თანამდებობას მოსამართლის მანტიაში ცვლის. შალვა თადუმაძე პოსტს ტოვებს, თუმცა მთავარი საგამოძიებო უწყება ისევ ბიძინა ივანიშვილის და ფარცხალაძე-შოთაძის პირადი კონტროლის ქვეშ რჩება.
სავარაუდოდ, შალვა თადუმაძეს ბაკურ აბულაძე შეცვლის, რომელიც ირაკლი შოთაძის პირადი კადრი და პროკურატურის გენერალური ინსპექციის მოქმედი უფროსია. ირაკლი შოთაძე, რომელმაც პოსტი დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაწყებული ხმაურიანი პროტესტის ფონზე დატოვა, ახლა არაოფიციალურად, ე. წ. უკანა კარიდან, ისევ პროკურატურაში ბრუნდება.