ყველაზე ჭკვიანი ნაცი აღმოჩნდა მელია, როგორც ველოდი, ის გადმოვიდა ხალხის მხარეს - აცხადებს ლევან ვასაძე.
მისი თქმით, ნიკა მელიამ თქვა, რომ „თბილისი პრაიდი“ არ უნდა ჩატარდეს. ვასაძე დარწმუნებულია, რომ „თბილისი პრაიდის“ ჩატარების წინააღმდეგი კიდევ ბევრი პოლიტიკოსი აღმოჩნდება. მისი აზრით, ვერც სახელმწიფო გაუძლებს მათ ზეწოლას და პოლიციელთა დიდი ნაწილი „თბილისი პრაიდის“ ჩატარების მოწინააღმდეგეთა მხარეს გადავა.
„რაც შეეხება პროცესებს,რომლებიც წასულია, ე.წ. ლიბერალ ფაშისტ-მარქსისტების ბანაკში არის ძალიან სასაცილო წასული არის რღვევა, ყველაზე ჭკვიანი ნაცი აღმოჩნდა მელია, როგორც ველოდებოდით, გადმოვიდა ხალხის მხარეს და თქვა, რომ თბილისი პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.
და ეს პროცესი მათში გაგრძელდება.ჩვენ ველოდებით, რომ თუკი სახელმწიფო ვერ გაუძლებს ამ უპრეცენდენტო ზეწოლას, რისი იმედიც მაქვს, გარკვეული ნაწილი ჩვენი პოლიციელებისა ასევე გადმოვა ხალხის მხარეს,“ -ამბობს ლევან ვასაძე.