ხმაური აჭარის უმაღლეს საბჭოში - სხდომაზე, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ანგარიშს უსმენენ, მცირე დაპირისპირება მოხდა. რიჟვაძე ოპოზიციის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობდა. ხმაური სხდომაზე სწორედ მის გამოსვლას მოჰყვა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ელგუჯა ბაგრატიონი მისგან კონკრეტულ პასუხებს ითხოვა, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევისა და სხვა პრობლემების შესახებ.
ბაგრატიონმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისგან, დავით გაბაიძისგან შენიშვნა რეგლამენტის დარღვევის გამო მიიღო. გაბაიძის განმარტებით, ელგუჯა ბაგრატიონი მომხსენებელს პასუხის გაცემის საშუალებას არ აძლევდა და რეგლამენტი რამდენჯერმე დაარღვია. მან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს სხდომის დატოვება მოსთხოვა, თუმცა ელგუჯა ბაგრატიონმა სხდომა, გაბაიძის მოთხოვნის მიუხედავად, სხდომა არ დატოვა.