19 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
რუსი დეპუტატების ვიზიტი საქართველოში - გავრილოვს ხელისუფლება პატივით, საზოგადოება კი საპროტესტო აქციით დახვდა  ​

რუსეთის სათათბიროს კომუნისტ წევრს, სერგეი გავრილოვს საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებული პატივით დახვდა. პუტინთან დაახლოებული დეპუტატი სასტუმრო „რედისონში“ სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მიაცილა. გავრილოვი ამბობს, რომ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები სწორედ საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით მიიღეს და პირადი მცველებიც ამიტომ გამოუყვეს.

მართლმადიდებელ დეპუტატთა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის აზრით, რუსი და ქართველი ხალხის დაპირისპირების ინიციატორები საქართველოში აღარ იმყოფებიან, ამიტომ მოსკოვსა და თბილისს შორის კავშირების აღსადგენად ახლა ხელსაყრელი მომენტია.

დეპუტატი გავრილოვი თბილისში მარტო არ ჩამოსულა, საქართველოში იმყოფება რუსეთის სათათბიროს კიდევ ორი დეპუტატი. დღეს ყველა ერთხმად ამბობდა, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა თავად გამოაცხადეს.

რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტი საპროტესტო აქციების ფონზე ჩაივლის. პუტინის ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს ავლაბრის ცერემონიების სასახლესთან ოპოზიციის წევრები და აქტივისტები დახვდნენ, მათ რუსი პოლიტიკოსები და ფორუმის ქართველი მონაწილეები სირცხვილის დერეფანში გაატარეს.

საზეიმო გახსნის შემდეგ, მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია ხვალ დილიდან საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიხსნება.

დღის ამბები