საკრებულოს დეპუტატები, ვატო შაქარიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი და პარლამენტის დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე აქციიდან გააძევეს.
მიზეზი ვატო შაქარიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა, სადაც ოცნების ყოფილმა წევრმა თქვა, რომ საზოგადოების ჯანსაღი აზრის ოკუპირება ნაციონალურმა მოძრაობამ მოახდინა.
შაქარიშვილის ამ განცხადებას სტვენა და შეძახილები მოყვა. მას ძალით დაატოვებინეს ტერიტორია. იყო მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლაც.
„დღეს, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი ჰქონდა ოკუპირებული რუსეთს, ისე აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ოკუპირებული საზოგადოების ჯანსაღი პროტესტი,“-განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.