20 აპრილი 2024,   08:01
ვრცლად
„რა გონიათ ახლა ამათ, რომ შემოეღალატათ საქართველოსთვის?" - ნაჭყებიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოღალატეა

„რა გონიათ ახლა ამათ, რომ შემოეღალატათ საქართველოსთვის?- არა, ეს არის მიზანმიმართული ღალატი და ღალატი ყოველთვის დასჯადია,“-აცხადებს „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ცდილობდნენ, რომ რბილი ძალის გამოყენებით საქართველო რუსულ წიაღში დააბრუნონ.

მანანა ნაჭყებიას თქმით, ხელისუფლების ეს მცდელობა მათი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან თვალნათელია.

ნაჭყებია პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ისეთი გუნდი, რომლისთვისაც ეროვნული ინტერესები მნიშვნელოვანია.

დღის ამბები