რუსი დეპუტატების ვიზიტი თბილისში - ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელსაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა, პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარისა და ყოფილი დეპუტატისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ოპოზიციისა და საზოგადოების დიდი ნაწილის აგრესიის მთავარი ადრესატები ირაკლი კობახიძე და ზაქარია ქუცნაშვილი თანამდებობიდან ერთი დღის დაგვიანებით გადადგნენ. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის გზავნილების სტილი დაცული იყო, ქალაქის მერიც მხოლოდ მაშინ აღშფოთდა, როდესაც რუსი ოკუპანტი გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სავარძელში დაინახა.
ვიდრე რუსი ოკუპანტები და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრები, ქართულ პარლამენტში მთავარ ტრიბუნასა და მთავარ სავარძელს დაიკავებდნენ, მათ შესახებ "კურიერმა" არაერთი რეპორტაჟი მომზადდა, ოპოზიციამ და "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა რუსი დეპუტატების პოლიტიკური ბიოგრაფია დეტალურად შეისწავლა და დაადგინა, რომ აფხაზეთის პირველი ომის დროს 90-იან წლებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი სერგეი გავრილოვი სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდა, მოგვიანებით კი პუტინის საოკუპაციო პოლიტიკის სრული მხარდამჭერი იყო.
ოპოზიციამ და „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა რუსი დეპუტატების პოლიტიკური ბიოგრაფია დეტალურად შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ აფხაზეთის პირველი ომის დროს 90-იან წლებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი სერგეი გავრილოვი სამხედრო მოქმედებების მონაწილეობდა და პუტინის საოკუპაციო პოლიტიკის სრული მხარდამჭერი იყო.
კომუნისტ დეპუტატს, რომელიც მართლმადიდებლობის მანტიაშია გახვეული, არ დაუმალავს, რომ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნებია, საქართველო ამ რეალობას უნდა შეეგუოს და სწორედ ამ თემებზე მოსალაპარაკებლად და დიალოგის გასამართავად ჩამოდიოდა თბილისში.
ღია გზავნილის მიუხედავად, მართლმადიდებელი ქვეყნების ასამბლეის ქართველი ორგანიზატორი ზაქარია ქუცნაშვილი და უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამტკიცებდნენ, რომ რუსულ დელეგაციას კანონები არ დაურღვევია და ამიტომ მათ ქართულ საზღვარს ვერ ჩაუკეტავდნენ.
ოკუპანტებს თბილისში ოცნების წევრები ქართული ცეკვა-სიმღერით დახვდნენ. პარლამენტში მისავლამდე მათ სერგეი გავრილოვსა და მის თანამოაზრეებს ავლაბრის სასახლეში უმასპინძლეს.