19 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის - პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა

ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის - პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

სპეცრაზმელები იმ მონაწილეებს უტევენ, ვინც შეძლო ჯებირის გადალახვა. სპეცრაზმელები ხელკეტებს იყენებენ მოქალაქეების წინააღმდეგ.

პარლამენტის თაღებთან სამართალდამცავების დიდი რაოდენობის მობილიზება ხდება.

პარლამენტის წინ შეკრებილებმა საკანონმდებლო ორგანოს ეზოში შესვლა შეძლეს. მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს, შემდეგ კი რკინის ჯებირის გადალახვაც შეძლეს.

თუმცა, სამართალდამცავები ცდილობენ, რომ მოსახლეობის ნაკადი უკან დააბრუნონ. 

დღის ამბები