პარლამენტში შს მინისტრი იმყოფება. უცნობია, გეგმავს, თუ არა გიორგი გახარია აქციის მონაწილეებთან შეხვედრას.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უკიდურესად დაიძაბა. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
შეხლა-შემოხლის გამო დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კურიერის ჟურნალისტს, ქეთა ციცქიშვილს.