19 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით - გახარია 

ის, რაც ხდება ახლა არის არა სამწუხარო, არამედ ტრატეგია - ეს განცხადება, შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. 

გახარიას თქმით, თავდასხმა პოლიციაზე, როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს ამ შემთხვევას, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. 

„ის, რაც ხდება ახლა არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. სახელმწიფო ინსტიტუტებზე ფიზიკური შეტევა, მოწოდება ასეთი შეტევისკენ, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ტრაგიკული შემთხვევა და თავდასხმა პოლიციაზე და თავდასხმა პარლამენტზე, როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს ამ შემთხვევას, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით.

მინდა ვთხოვო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, პატივი ვცეთ პოლიციელს და მივცეთ საშუალება ღირსეულად შეასრულოს ფუნქცია.

ამის შემდეგ ყველა ჩვენგანი შევძლებთ დავჯდეთ წყნარად, მშვიდად და ვისაუბროთ,“-აცხადებს გიორგი გახარია.

„კურიერის“ კითხვაზე, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას, რუსი დეპუტატების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება, გახარია, ამბობს, რომ დელეგაციიდან შს სამინისტრომ მხოლოდ ორი გვარი ამოიღო, რომელთაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული ჰქონდათ.

კითხვაზე, გადადგება თუ არა შს მინისტრი - ის ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება ის აუცილებლად გადადგება.

 

 

დღის ამბები