„ქვეყანაში არის შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, ამ კრიზისის განმუხტვას სჭირდება სასწრაფოდ კობახიძის და გახარიას გადადგომა დაკავებული თანამდებობიდან,“ - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.
„გახარია უნდა გადადგეს მას შემდეგ, რაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, როდესაც დღეს აგვიკრძალა პარლამენტის წევრებს ამ შენობაში შემოსვლა. ეს იყო უკვე უკანონო ბრძანება. ის, რაც ხდება საქართველოს ქუჩებში, არის ბატონი გახარიას დამსახურება. დროა, რომ გახარიამ გაიგოს გზავნილი ქართველი ხალხის, რომ ჩვენ რუსეთის ემისრები საქართველოში აღარ გვჭირდება. დაწეროს განცხადება და მშვიდად, წყნარად, წავიდეს, დაუბრუნდეს თავის სამშობლოს რუსეთს, გააგრძელოს ბიზნეს საქმიანობა მოსკოვში... დაუფასებენ იმას, რა ზიანიც მიაყენა უკვე ჩვენს ქვეყანას და დააწინაურებენ უშიშროების სამსახურში რუსები,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
სამადაშვილი ივანიშვილს და გახარიას საზოგადოების ნების დამორჩილებისკენ მოუწოდებს.
„თუ სხვა გამოსავალი არ იქნება, გავაგდებთ, ფიზიკურად გავაგდებთ, ბიძინა ივანიშვილს, გახარიას და კობახიძესაც ამ შენობიდან და საერთოდ საქართველოდან,“ - განაცხადა სამადაშვილმა.