„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. კახა კალაძე აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, მშვიდობიანად დაიშალონ.
„ძალოვანი უწყებები, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იმოქმედებენ საზოგადოებრივი მართლწესრიგის, კანონიერების, სახელმწიფოს და კონსტიტუციის დასაცავად. მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და ნუ მივცემთ ჩვენ საერთო მტერს, სიტუაციის ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობას“ - განაცხადა კახა კალაძემ.