უკან დასახევი გზა ჩახერგილია, ფეხს არ ვიცვლით - ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს მიმართა.
მისი თქმით, აქცია შეუერთდება კიდევ ბევრი მოქალაქე. აქციის მონაწილეებს მიმართა ზაალ უდუმაშვილმაც. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, დღეს "ხელისუფლება დამთავრებულია".
"დღეს მართლა შეიძლებოდა რუსული დროშა ყოფილიყო აქ გამოფენილი. თქვენმა სამოქალაქო პოზიციამ,რომელიც აქ ხართ წარმოდგენილი, გადაწყვიტა საქართველოს მომავალი, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას ჩვენ მივყავართ რუსეთისკენ, ჩვენ ეს ქვეყანა მიგვყავს ევროპისკენ,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.